25 აპრილი 2024,   02:48
ვრცლად
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები ოფიციალურად წარადგინეს

გიორგი კვირიკაშვილმა ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები თბილისის საკრებულოში რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად წარადგინა. მმართველი პარტიის 25 კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია.

სიის შემადგენლობაში არიან, როგორც ძველი, ასევე ახალი სახეებიც:

მთაწმინდა - ჯაბა ჯიშკარიანი;

ვაკე - გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე;

საბურთალო - ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე, ვახტანგ შაქარიშვილი;

კრწანისი - თემურ გოგაძე;

ისანი - ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე, ლევან დავითაშვილი;

სამგორი - რევაზ სოხაძე, გიორგი ტყემალაძე, გიორგი დოხტურიშვილი, ქეთევან მამულიშვილი;

ჩუღურეთი - რიმა ბერაძე;

დიდუბე - ვლადიმერ ძნელაძე, თარას შურღაია;

ნაძალადევი - თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი, ალექსანდრე ხუჯაძე;

გლდანი - შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გული გოცირიძე, ქეთევან ჯოხაძე.

კანდიდატების წარდგენამდე შეკრებილებს სიტყვით ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ განახლებული გუნდი ახალი ენერგიით შეუდგება მუშაობას. 

ქართულმა ოცნებამ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დღეს დაამტკიცა. პარტიის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები