19 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
რემონტში დახარჯული მილიონები და გასაიდუმლოებული კონტრაქტები

რემონტში დახარჯული მილიონები და გასაიდუმლოებული კონტრაქტები. უსაფრთხოების სამსახური ლიდერია სახელმწიფო უწყებებს შორის, სადაც ყველაზე ძვირადღირებული რემონტი მიმდინარეობს, თუმცა რაში და რატომ იხარჯება კოლოსალური თანხა, გომელაურის სამსახური ინფორმაციას მალავს.

უსაფრთხოების სააგენტო არ არის ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც სარემონტო სამუშაოებზე ბოლო პერიოდში ასობით ათას ლარს ხარჯავს. ლიდერია ცენტრალური საარჩევნო კომისიაც.

ცესკო ტენდერებს ბოლო პერიოდში, თითქმის, აღარ აცხადებს და მომსახურებას ყიდულობს იმ კომპანიებისგან, რომელსაც საარჩევო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა თავად არჩევს.

საარჩევნო კომისიამ ასიათასობით ლარის ასეთი 26 ხელშეკრულება მხოლოდ აგვისტოში გააფორმა. მათ შორის, 125 ათას ლარზე მეტი ცესკომ თანამშრომლების უნიფორმების შეძენაზე დახარჯა.

ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომლის ვადების სიმცირე ცესკოს ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, ადმინისტრაციამ 793 ათასი ლარი გამოკითხვებსა და სტატისტიკაზე დახარჯა. თუმცა რა გამოიკვლია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ თანხის სანაცვლოდ, უცნობია.

დღის ამბები