05 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
ხანძარი ჯუთაში - ალპურ ზონაში ცეცხლი ხელახლა გაჩნდა

ჯუთაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ ცეცხლი ბალახს უკიდია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მობილიზებულები არიან. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ჯუთაში გუშინ გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს, თუმცა დღეს ახალი გაჩნდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ვინაიდან ალპური ზონაა, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. 

ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობაზეა ცეცხლი გავრცელებული.

დღის ამბები