26 აპრილი 2024,   15:21
ვრცლად
ტყის ხანძრების გამო ლოს-ანჯელესიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

ტყის ხანძრების გამო ლოს-ანჯელესიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ისტორიის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ქალაქში უკვე მეორე დღეა ებრძვიან.

დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი. უსაფრთხო ადგილას 700-ზე მეტი ოჯახს გადაიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერი ქარის გამო, შესაძლოა, ევაკუაციის ზონა კიდევ უფრო გააფართოონ.

სალიკვიდაციო საუშაოებში 500-მდე მეხანძრეა ჩართული, თუმცა ამ დროისთვის ცეცხლის კერების მხოლოდ 10 პროცენტის ლოკალიზება მოხერხდა.

ხანძრის გამო დაკეტილი რჩება ლოს-ანჯელესის მთავარი ავტომაგისტრალიც.

 

ფოტო: Associated Press

დღის ამბები