19 მაისი 2024,   15:17
ვრცლად
თუშეთში მეხანძრე-მაშველებმა მუშაობა დილიდან განაახლეს

დილით ადრე განაახლეს მეხანძრე-მაშველებმა მუშაობა თუშეთშიც, სოფელ ხახაბოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლმა დაახლოებით, 20 ჰექტრამდე წიწვოვანი ტყე უკვე გაანადგურა.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ დღეს ვითარების გაკონტროლებას უკვე შეძლებენ. თელავში განლაგებულ საგანგებო შტაბში ხანძართან ბრძოლის დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.

ხანძარს თუშეთში მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად ებრძვიან მოხალისეებიც. 

ადგილზე მუშაობს "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფიც.

დღის ამბები