27 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - ექსპერტები არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობენ

ეროვნული ვალუტის ვარდნას, ხელისუფლების არასწორ მონეტარულ პოლიტიკასა და არაეფექტური ლარიზაციის გეგმას უკავშირებს ექსპერტთა ნაწილი. მათი შეფასებით, არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ლარის ასეთი ცვლილება არ უნდა მომხდარიყო, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს არასწორ მიმართულებაზე.

„ის პოლიტიკა, რაც ქვეყანაში ტარდება ეკონომიკის სტიმულირებისთვის და მონეტარული პოლიტიკა, არის არასწორი პოლიტიკა, რაც შეიძლება ვთქვათ, რომ არ გვაძლევს სტაბილურ ვალუტას. ამ ეტაპზე ის ციფრები, რასაც მე ვხედავ ვერ ვიტყვი, რომ ეს შეიძლება წინასაარჩევნო პროცესებს დაუკავშირდეს, გამომდინარე იქედან, რომ ხაზინაში ნაშთის რაოდენობა ბოლო თვესთან შედარებით დიდად არ შეცვლილა, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლებამ მსგავსი ტიპის ინტერვენციას მიმართოს და გაცილებით გაზარდოს ხარჯები არჩევნების წინ, ამის მოლოდინი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, მაქვს,“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი კი ეროვნული ვალუტის ვარდნას ბოლო პერიოდში ხარჯების გაზრდას უკავშირებს. სპეციალისტები შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ბიზნესის წახალისებაში ხედავენ. გარდა ამისა, ისინი ურჩევენ ხელისუფლებას, მიმდინარე პროცესებში ხელოვნური ჩარევებისგან თავი შეიკავონ.

დღის ამბები