19 მაისი 2024,   13:02
ვრცლად
"იქს ფაქტორის" მონაწილეები ბათუმის მერიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

გადაცემა "იქს ფაქტორის" მონაწილეები ბათუმის მერიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. მას შემდეგ, რაც ბათუმობის დღესასწაულზე ქალაქის მერიამ მონაწილეთა სიიდან გიორგი ნაკაშიძე და ავთანდილ აბესლამიძე ამოიღო, მუსიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, თანაქალაქელებისთვის კონცერტი თავად გაემართათ.

მუსიკალური საღამო შავი ზღვის კურორტის ერთ-ერთ ღამის კლუბში შედგა. გიორგი ნაკაშიძე და ავთანდილ აბესლამიძე მიიჩნევენ, რომ ბათუმის მერიის გადაწყვეტილება მათ მიერ "რუსთავი 2"-ის პროექტში მონაწილეობას უკავშირდება.

დღის ამბები