25 აპრილი 2024,   13:18
ვრცლად
"ოლიგარქები ყველგან მორყეულები არიან" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესისი ყოფილი გუბერნატორი კოპენჰაგენში "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობას ესწრება. მიხეილ სააკაშვილს ორმხრივი მოლაპარაკებებიც ექნება. მან „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „EPP"-ის ხელმძღვანელობასთან, ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრებს მართავს.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინასა და საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ მას ორივე ქვეყანაში მხარდამჭერები ჰყავს, ოლიგარქების დრო კი სრულდება.

“EPP-ის“ ხელმძღვანელობასთან, ევროპარლამენტის წევრებთან ბოლო კვირები სულ მაქვს ურთიერთობა. პირველ რიგში, ეს არის სიტუაცია, რომელიც ჩემ გარშემო შეიქმნა უკრაინაში. უკრაინაში მე ვარ ყველაზე სწრაფად მზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ისინი ხელოვნურად ცდილობენ, ჩამომაშორონ პოლიტიკურ საქმიანობას. საქართველოში სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება. ოლიგარქები ყველგან ჩვენი მტრები არიან და ოლიგარქები ყველგან ახლა არიან მორყეულები. ამ მომენტის გაშვება არ შეიძლება არც ქართული ოპოზიციისთვის, არც იმ ხალხისთვის, ვინც მე მხარს მიჭერს უკრაინაში, ჩვენი მხარდამჭერებისთვის საქართველოსა და უკრაინაში. უკრაინის დიასპორა უცხოეთში, ისევე როგორც ქართველები, მასობრივად მიჭერენ მხარს. ეს მახარებს, იმიტომ, რომ ეს არის უკრაინის საზოგადოების ყველაზე წინ წასული ნაწილი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები