26 აპრილი 2024,   17:02
ვრცლად
ხანძრის ლოკალიზება ოკუპირებული ოტრევის მიმართულებაზე მარტივად მოხერხდა - კახაბერ ქემოკლიძე

ხანძრის ლოკალიზება ოკუპირებული ოტრევის მიმართულებაზე მარტივად მოხერხდა - ამის შესახებ განცხადება, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ გააკეთა. ქემოკლიძე სოფელ ფლავისმანში იმყოფებოდა.

მისი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ე.წ. საზღვართან მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდა ქართველი მეხანძრეების რამდენიმე ბრიგადა. ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც იმყოფებოდა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლი სოფელ ზემო ოტრევის მიმდებარედ გაჩნდა.

„როგორც კი ხანძარი გაჩნდა საოკუპაციო ზოლზე, ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები. იმ შემთხვევაში თუ ხანძარი მოუახლოვდებოდა საოკუპაციო ხაზს, ცხადია ჩვენი სამაშველო სამსახურები მზად იყვნენ ინტერვენციისთვის. არ იყო არც ნიავი და არ ქარი და ხანძრის ლოკალიზება ოკუპირებული ოტრევის მიმართულებაზე მარტივად მოხერხდა ღამის განმავლობაში. დღესდღეობით ხანძარი სრულად არის ლოკალიზებული,“ - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ.  

დღის ამბები