კონსტიტუციური კანონპროექტი აუცილებლად იქნება მიღებული საშემოდგომო სესიაზე იმ სახით, როგორი სახითაც არის დამტკიცებული მეორე მოსმენით - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური კანონპროექტი დახვეწილია. მისივე თქმით, განხილვის თარიღთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართება, მათ შორის ვენეციის კომისიასთან.
„ჩვენ არა ერთი განცხადება გავაკეთეთ უკვე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. ხალხისთვის უკვე მომაბეზრებელია ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს შემუშავებული ძალიან დახვეწილი პროექტი, კონსტიტუციური კანონპროექტი და ეს დოკუმენტი აუცილებლად იქნება მიღებული საშემოდგომო სესიაზე იმ სახით, როგორი სახითაც არის დამტკიცებული მეორე მოსმენით, რა თქმა უნდა, სარედაქციო ცვლილებების გათვალისწინებით,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.