15 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლის გეგმას არ ცვლის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლის შესახებ გეგმების შეცვლას არ გეგმავს. სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში გამგზავრებამდე, ის ბრიუსელში, ევროპარლამენტარებს შეხვდეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ის გეგმებს არ ცვლის და 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინაში გაემართება.

„ჩემი გეგმები ყოველ წუთს იცვლება, მაგრამ ახლა კიდევ მივდივარ ორ ქვეყანაში. შეიძლება, ბრიუსელშიც გავიარო და დანარჩენი ვემზადები კვირისთვის. კვირას უნდა წავიდე უკრაინაში,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას მისი ეშინია.

„ყველაფერს გააკეთებენ, ყირაზე გადავლენ, ყურებზე გაივლიან, ძალიან ეშინიათ ჩემი. მაგრამ რანაირი საშიში ვარ, იარაღი მე არ მაქვს, არ ვიკბინები,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინასა და საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის შესახებ საუბრობს.

„ორივე ადგილზე ოლიგარქებს წაუვათ საქმე ცუდად და ხალხს წაუვა კარგად,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელი დღე უკრაინის დიასპორასთან შეხვედრით დაასრულა, სადაც უკრაინის ხელისუფლების მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა.

დღის ამბები