13 მაისი 2024,   14:36
ვრცლად
ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ჩაქრობა ისევ ვერ ხერხდება

ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ჩაქრობა ისევ ვერ ხერხდება. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება შსს-ს ვერტმფრენი. ხულოში ელოდებიან თურქული შვეულმფრენის ჩამოფრენასაც.

„დღეს თურქული ვერტმფრენი 13:00 საათის შემდგომ ჩამოფრინდება ბათუმში და შესაბამისად, ამოვა ზევით, მთაში. ორი ვერტმფრენი იმუშავეს ამ ეტაპზე, 500-მდე ცოცხალი ძალა მუშაობს,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

დღის ამბები