13 მაისი 2024,   19:10
ვრცლად
თუშეთში ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად შვეულმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით, ცოცხალი ძალა ახორციელებს. მეტყევეების ინფორმაციით, წიწვოვანი ტყის ძირითადი ნაწილი გადარჩა და მათი თქმით, ძირითადად, ბალახია დამწვარი.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება, ასევე, შილდის ტყეში, სადაც შსს-ს მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახდენენ.

დღის ამბები