19 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
დაკარგული მილიონები და ქვეყნიდან გაქცეული კიდევ ერთი ბიზნესმენი

რამდენიმე  დღის წინ ბიზნესმენმა, ჰენდრიკ მედსენმა, თბილისში ფაბრიკა დახურა, რომელიც მსოფლიო ბრენდების შეკვეთებს ასრულებდა. ასზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩა და ქვეყნის ბიუჯეტმა მილიონობით ლარის შემოსავალი დაკარგა.

მან ბოლო 8 წელიწადში საქართველში უკვე 5 მილიონი ინვესტიცია განახორციელა. ახალ შეკვეთები ევროპიდან კომპანიას ორშაბათს უნდა მიეღო და კიდევ ერთი მილიონიანი ინვესტიცია განეხორციელებინა, თუმცა, ინვესტორს პრობლემები საქართველოს საბაჟოზე შეექმნა.

მიზეზი თურქეთიდან გამოგზავნილი დოკუმენტები იყო. დეკლარაციებში ტექსტილის ჯამური ღირებულების 24-ცენტიანი სხვაობა ფიქსირდებოდა. თურქეთში სადღესასწაულო დღეების გამო, დოკუმენტების შესწორება ვერ ესწრებოდა, თუმცა, ტექნიკური პრობლემის მოგვარებაში მთავრობა არ დაეხმარა. მეტიც, ინვესტორი ყვება, რომ მთავრობამ მას გარიგება შესთავაზა, მაგრამ მისი პირობები არ შეასრულა, შედეგად, მან დიდი თანხა და უცხოელი პარტნიორები ნდობა დაკარგა.

შემოსავლების სამსახურში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო დანიელი ინვესტორი, რომელიც უკვე 25 წელია, ჰუგო ბოსისთვის და ბესტ სელერის სავაჭრო ნიშნის ქვეშ გაერთიანებული 20 ბრენდისთვის არაერთ ევროპულ ქვეყანაში ტანსაცმელს კერავს, საქართველოდან მიდის. ამბობს, რომ დამკვეთები დააკარგვინეს და აქ ბიზნესის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს.

დღის ამბები