17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
ამინდის გაუარესების გამო შავნაბადას მთაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ავიაცია ვერ ჩაერთო

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ავიაცია ვერ ჩაერთო. მიზეზი ამინდის გაუარესებაა. ხულოს მუნიციპალიტეტში დილიდან წვიმს.

სინოპტიკოსები დღის განმავლობაში ნალექის შენარჩუნებას ვარაუდობენ.  

ადგილზე გასულია 50 მეხანძრე-მაშველი.  აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, მუშაობას აგრძელებს როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა.

„დღეს დილიდან მთაში გაწვიმდა, დაეცა ტემპერატურა, არის საკმაოდ დიდი ნისლი, შესაბამისად ცოცხალი ძალა ჯერჯერობით ლოკაციებთან მისული არ არის ამინდის და კლიმატურ პირობების გამო. მძიმე ტექნიკა მუშაობს ამ ეტაპისთვის, დაახლოებით 50 -მდე ადამიანი გასულია სხვადასხვა ლოკაციებში რომ მაინც ადგილზე შეაფასოს ვითარება და მდგომარეობა,“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დღის ამბები