17 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
ხანძარი ზაჰესში - მეორე დღეა მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდირებას ცდილობენ

ამ წუთებში ხანზარია ზაჰესში. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. 

ცეცხლის ლიკვიდირება ჯერ ვერ ხერხდება, თუმცა ის ლოკალიზებულია.

წინაწარი ინფორმაციით,  დამწვარია დაახლოებით ჰექტარ-ნახევარი მიწის ფართობი.

ხანძარი ზაჰესში გუშინაც გაჩნდა, თუმცა სახანძრო სამსახურის თანამშრომლების განცხადებთ, ცეცხლის ახალი კერა დღეს დილით  გაღვივდა. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, რელიეფი საკმაოდ რთულია, რაც ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოებს ართულებს.

ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გაჩენისა მიზეზები. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციის ჩართვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას.

დღის ამბები