17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენ მიერ აღებულ ეკონომიკურ პოლიტიკას - გიორგი კვირიკაშვილი

EBRD-ი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, EBRD-მა მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში ქვეყანაში 17 პროექტი და 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. 

პრემიერი ამბობს, რომ ევრობანკი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც 4 პუნქტიანი​ გეგმა გულისხმობს. 

„EBRD არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. 2016 წლის განმავლობაში ამ საფინანსო ინსტიტუტმა განახორციელა 17 პროექტი და 250 მლნ ევროს ინვესტიცია, რაც უპრეცედენტოა, მათივე თქმით, და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. კონკრეტულად პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესის მხარდაჭერაზე არის უაღრესად მნიშვნელოვანია. კონკრეტულად საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარება, რომელიც ორიენტირებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პოტენციალის ათვისებაზე და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენ მიერ აღებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა სწორედ ის, რომ მათი სტრატეგია პირდაპირ მორგებულია 4-პუნქტიანი გეგმის დღის წესრიგზე, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევრობანკის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის და EBRD-ის მთელ გუნდს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

დღის ამბები