17 მაისი 2024,   13:35
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. ამ პერიოდში ადგილობრივების გატაცების 20 შემთხვევა დაფიქსირდა. ცხინვალის ციხეში ისევ რჩება 3 დაკავებული.

შეხვედრის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ ახალგორის ტერიტორიაზე ქართულის სწავლების აკრძალვისა და ჟურნალისტ თამარ მეარაყიშვილის უფლებების დაცვის შესახებ. დღესვე, ქართული მხარის მიერ ტრადიციულად იქნება დაყენებული მავთულხლართების დემონტაჟის და საშემოდგომო სამუშაოების დროს ადგილობრივთა უსაფრთხოების საკითხები.

დღის ამბები