17 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
თემქაზე, თბილისის ზღვის ასასვლელთან ხანძარია

თემქაზე, თბილისის ზღვის ასასვლელთან ხანძარია. ცეცხლი მონუმენტებთან ბალახს მოეკიდა.

როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

ხანძარს ებრძვიან ასევე ისანში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე 2 ცისტერნაა მობილიზებული და 10 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

"რუსთავი 2"-ს ფოტო და ვიდეომასალა მოქალაქეებმა მიაწოდეს. 

დღის ამბები