17 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა სროლის ფონზე მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა, ოკუპირებულ რეგიონში, წვრთნების ფონზე მიმდინარეობს. სროლის ხმა იმ ადგილზეც ისმის, სადაც მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ.

„ჩვენთვის არის საკმაოდ შემაშფოთებელი, რომ მსხვილკალიბრიანი იარაღიდან სროლის ხმა ისმის შეხვედრის მიმდინარეობისას და არამარტო. დეფაქტო ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით იძახის, რომ ცხინვალის რეგიონი არის პატარა და ნებისმიერი წვრთნის ხმა შესაძლებელი ისმოდეს თუნდაც ერგნეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, შეხვედრის მომენტში. ჩვენი შეფასებით, ნებისმიერი სამხედრო წვრთნა არის საფრთხის შემცველი, მარგამ დეფაქტო ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს საფრთხეს არ უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და არავის,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ.

წინა შეხვედრიდან დღემდე ადგილობრივების გატაცების 20 შემთხვევა დაფიქსირდა. ცხინვალის ციხეში ისევ რჩება 3 დაკავებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები