23 დეკემბერი 2024,   17:25
ვრცლად
პროკურატურის მაღალჩინოსნებმა წლის განმავლობაში პრემია-დანამატი მინიმუმ 18-ჯერ აიღეს

მთავარი პროკურატურა ერთ-ერთი ლიდერი უწყებაა, რომლის მაღალჩინოსნები სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ. დეკლარირებული მონაცემები Reginfo.ge-მ დააჯამა. მთავარი პროკურორის ხელფასი წელიწადში 46 920 ლარია, მაგრამ ამ თანხასთან ერთად, ირაკლი შოთაძემ გასულ წელს ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი 18-ჯერ აიღო.

ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი 21-ჯერ აიღეს მთავარი პროკურორის მოადგილეებმა მამუკა ვასაძემ, გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ. ასევე, 21-ჯერ აიღეს დანამატი და პრემია მთავარი პროკურორის მოადგილეებმა გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ. 

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა თეიმურაზ ნაჭყებიამ 25-ჯერ აიღო პრემია და წლიური ანაზღაურება 111 680 ლარი გამოუვიდა.

ოპოზიცია შოთაძის უწყებაში პრემია-დანამატების გამო, ხელისუფელებას აკრიტიკებს. ხელისუფლების განცხადებით კი, ბიუჯეტში პრემია-დანამატებისთვის გარკვეული თანხები ჩადებულია, თუმცა, წელს ანაზღაურების ფონდი 60 მილიონი ლარით ნაკლები გასცეს.

პროკურატურაში დამატებითი განმარტებები დღეს არ გაუკეთებიათ. Reginfo.ge-ს მონაცემების მიხედვით, 2016 წლის ბიუჯეტის გეგმით, პროკურატურაში პრემიებისთვის გათვალისწინებული იყო 2 მილიონ 721 ათასი ლარი, ხოლო სახელფასო დანამატებისთვის - 5 164 500 ლარი.

დღის ამბები