18 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
თბილისში პოლონეთის სეიმის დელეგაცია იმყოფება

თბილისში პოლონეთის სეიმის დელეგაცია იმყოფება. პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი შეხვედრებს დღეს დილიდან დაიწყებს. დელეგაციას მალგორჟატა გოშიევსკა ხელმძღვანელობს. ის არა ერთი ვიზიტით არის ნამყოფი საქართველოში და ციხეში პირადად მოინახულა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილიც, რომელიც მან პოლიტპატიმრად მოიხსენია.

გოშიევსკას სახელმა, ბოლოს რუსი პრანკერის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერშიც გაიჟღერა, სადაც მას სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ახსენებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის კონტექსტში.

რაც შეეხება დელეგაციის ვიზიტს, ისინი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს გაესაუბრებიან, ასევე დაგეგმილია შეხვდრები საგარეო საქმეთა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან.

დღის ამბები