18 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
პრობლემები დაიწყება მაშინ თუ სააკაშვილი ქართულ ციხეში აღმოჩნდა - ანალიტიკოსები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში დაკავებისა და საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხს ექსპერტები ეხმაურებიან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ცუდად აისახება.

მათი აზრით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ შესაძლოა, ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზული პრობლემებიც შეუქმნას.

„პრობლემები დაიწყება მაშინ თუ მართლა მოხდა სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა და მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ქართულ ციხეში. ეს უკვე სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ არავინ დაიჯერებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება,“ - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ექსპერტები ურჩევენ ხელისუფლებას, იმოქმედოს არა ვიწრო პოლიტიკური, არამედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ანალიტიკოსები ამავდროულად იმედოვნებენ, რომ უკრაინა არ მოახდენს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას.

„თუ იქნა განხორციელებული მისი ექსტრადირება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით, დაზიანდება საქართველოს იმიჯი. ბუნებრივია, აღნიშნული ფაქტორი შეაფერხებს ქვეყნის სვლას ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნული ინტერესები გაცილებით მაღლა უნდა დააყენოს, ვიდრე ვიწროპარტიული ინტერესები,“ - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

დღის ამბები