18 მაისი 2024,   21:00
ვრცლად
საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონეთის დელეგაციას საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა შეხვდება

საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონეთის დელეგაციასთან შეხვედრებს საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა გამართავს.  „ნაციონალურ მოძრაობა” პოლონეთს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილისადმი პოლონელი დეპუტატების მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.

პარტიის ლიდერების თქმით, სეიმის წევრებთან შეხვედრაზე ყურადღება სწორედ ორ ქვეყნას შორის ურთიერთობებზე გამახვილდება. 

„პოლონეთის ხელისუფლება, პარლამენტი, ისევე როგორც პოლონეთის დეპუტაცია ევროპარლამენტში და ევროსაბჭოში, ყოველთვის უჭერდნენ საქართველოდ დემოკრატიულ განვითარებას მხარს და ყოველთვის ისინი იყვნენ პირადად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები,“ - აცხადებს „ენმ“-ის წევრი რომან გოცირიძე.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე აპირებს ინფორმაციის მიწოდებას პოლონეთის დელეგაციისთვის “ევროპული საქართველო”. ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები იქნება ის ძირითადი თემები, რაზეც შეხვედრებზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ისაუბრებენ.

„ჩვენ გვინდა ჩვენი პარტნიორები კარგად იყვნენ ინფორმირებული, როგორ მიდის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, როგორ მიდის სხვადასხვა რეფორმის პროცესი, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი მათ შორის. ეს ვიზიტი ამ მიზანს მოემსახურება და ბუნებრივია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ.

დღის ამბები