26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" ბორჯომში მერობის კანდიდატი წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" ბორჯომში მერობის კანდიდატი წარადგინა. პარტიის სახელით მერობისთვის ბორჯომში ბაქარ შირაძე იბრძოლებს, რომელიც ადგილობრივებს გიგი უგულავამ წარუდგინა.

მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა წინასაარჩევნო ინიციატივაც გააცნეს, რომლის თანახმადაც თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ ყველა რეგიონში პრემია-დანამატები გაუქმდება და დაზოგილი თანხა პენსიის ზრდას მოხმარდება.

"ევროპული საქართველოს" გათვლებით, ბორჯომში პენსიის 45 ლარით მომატება იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ ვთავაზობთ ბორჯომელებს ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 ლარიან დანამატს. ეს მოხდება იმ უაზრო ხარჯების ამოშანთვის ხარჯზე, რომელიც ბიუჯეტში არის მრავლად დაგროვილი,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.  

დღის ამბები