18 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტია" მიწის უცხოელებზე გასხვისების კანონპროექტს აპროტესტებს 

მიწის უცხოელებზე გასხვისების თემასთან დაკავშირებით, "ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გაყიდვის უფლება ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ექნებათ.

პარტიის ლიდერი მოუწოდებს დეპუტატებს, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. 

“ხელისუფლებაში მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის უფლება ექნებათ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ოლიგარქთა მთავრობას. მოვუწოდებ პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც გაბედავს და ხმას მისცემს ამ დანაშაულებრივ, გამყიდველურ კანონპროექტს, მიცემული იქნება თავსი პატრონებიანად სისხლის სამართლის პასუხისგებაში,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.    

დღის ამბები