22 დეკემბერი 2024,   22:34
ვრცლად
კომპანია „დომუსში“ ადასტურებენ, რომ თამარაშვილის 13 ნომერში ხე თვითნებურად მოჭრეს

კომპანია „დომუსში“ პირველ კომენტარს აკეთებენ და ადასტურებენ, რომ თამარაშვილის 13 ნომერში, გვიან ღამით ხე თვითნებურად მოჭრეს. მათი თქმით, შესაბამისი ნებართვის აღება ვერ მოესწრო. თუმცა, გუშინდელი ღამიდან მოყოლებული კომპანიის წარმომადგენლები ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ.

“ძლიერი ქარი იყო თბილისში, რამდენიმე ხე, კერძოდ ორი ხე ჩვენ ტერიტორიაზე წაიქცა, გამოძახებული იქნა მერიის შესაბამისი სამსახური რეაგირებისთვის. სამწუხაროდ, ორჯერ იქნა გამოძახებული და გადატვირთული გრაფიკის გამო, ისინი ვერ მოვიდნენ. ამის შემდგომ ჩვენს მიერ მოხდა ტერიტორიის შესწავლა, ერთ-ერთი ხე, რომელიც წლების წინ არის დაზიანებული, იქ რამდენიმე ხეა დაზიანებული გვერდზე ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის იურიდიულად. ერთ-ერთი ხე იყო საშიშროების წინაშე, რომ წაიქცეოდა, უკვე წამოქცეული იყო და ამ ხის მოჭრა მოხდა ჩვენი მხრიდან, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო,“ - განაცხადა კომპანია ”დომუსის” დირექტორმა ალექსანდრე კორძაიამ.

შემთხვევის ადგილზე გუშინ ღამით ხმაური იყო, ხეების ჭრას მოსახლეობა აპროტესტებდა.

დღის ამბები