26 აპრილი 2024,   15:41
ვრცლად
დაუშვებელია სხვა ქვეყნის დეპუტატს მისსავე ქვეყანაში სხვა ქვეყნის სპეცსსამსახურები უთვალთვალებდნენ - მარია გროშევსკა

პოლონელი დეპუტატი მარია გროშევსკა თბილისშია. პოლონეთის სეიმის წევრი ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს ხვდება. სეიმის დეპუტატმა არაერთხელ მოიხსენია მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად.

გოშევსკას სახელი ბოლო დროს რუსი პრანკერის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერსაც დაუკავშირდა, სადაც სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მისი და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ საუბრობს, რომელიც სავარაუდოდ, ქართველი სპეცსამსახურების დაკვირვების ობიექტი იყო. 

"მინდა მჯეროდეს, რომ ცნობილი სატელეფონო ჩანაწერი რეალობას არ შეესაბამება, ძალიან ძნელია, წარმოიდგინო, რომ მაღალი დონის სახელმწიფო მოხელე ასეთ რამეს გააკეთებდა, მინდა, რომ ეს ფაქტი საქართველოს პროკურატურამ გამოიძიოს და სიმართლე გაირკვეს. ამ საკითხს დღეს ყველა დონის შეხვედრაზე დავაყენებთ, რადგან დაუშვებელია სხვა ქვეყნის დეპუტატს მისსავე ქვეყანაში სხვა ქვეყნის სპეცსსამსახურები უთვალთვალებდნენ,“- განაცხადა გროშევსკამ.

გროშევსკა შეხვედრებს საქართველოში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს.

პოლონელ დეპუტატთან ექსკლუზიური ინტერვიუს ვრცელ ვერსიას მაყურებელი 21:00 საათზე „კურიერში" იხილავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები