19 მაისი 2024,   08:33
ვრცლად
კრაკოვეცის საზღვართან უკრაინის ხელისუფლებამ „ტიტუშკების“ მობილიზაცია დაიწყო

კრაკოვეცის საზღვართან უკრაინის ხელისუფლებამ „ტიტუშკების“ მობილიზაცია დაიწყო. გამშვებ პუნქტთან მათი 6 მიკროავტობუსი და ერთი ავტობუსი დგას.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი არიან სპორტსმენები და უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ექსკურსიით ჩავიდნენ. მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც, რომლებსაც არანაირი საბუთი არ აქვთ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ინფორმაციით, მათ ხელში ცივი იარაღი ეჭირათ, რაზეც მათ სამართალდამცველებს რეაგირება სთხოვეს. უკვე მოხდა პირველი სიტყვიერი შელაპარაკებაც. 

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სპორტსმენებს შორის გარკვეული ინციდენტები იყო. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მომხრეები და თანაპარტიელები აცხადებენ, რომ ე.წ. ტიტუშკები ხელისუფლებას ადგილზე პროვოკაციების მოსაწყობად ჰყავს ჩაყვანილი და გარკვეულ შეტაკებებს არ გამორიცხავენ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ინფორმაციით, სპორტსმენები ცივი იარაღით მოძრაობდნენ, მათ სამართალდამცველებს რეაგირება სთხოვეს, თუმცა ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ამას რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია. სწორედ აქედან გამომდინარე, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები ვარაუდობენ, რომ ე.წ. ტიტუშკები საზღვარზე პოლიციასთან შეთანხმებით მოქმედებენ.

რაც შეეხება ვითარებას საზღვართან, ამ დროისთვის სიტუაცია შედარებით სტაბილურია. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მოთხოვნის მიუხედავად, ე.წ. ტიტუშკები, ტერიტორიაზე ისევ რჩებიან.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხვალ შეეცდება გარკვეული პროვოკაციების მოწყობას შეეცდება.

დღის ამბები