25 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
დედოფლისწყაროში ქარხანა გაქურდეს და დარაჯი აწამეს

დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა "არწივის ხეობა" გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას, მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულია ქარხნის დარაჯი, 1938 წელს დაბადებული გოდერძი გონაშვილი,  რომელიც ჯერ დააბეს, შემდეგ კი აწამეს. შენობიდან მოპარულია დიდი ოდენობისა და ღირებულების კაბელები.

დედოფლისწყაროში ეჭვობენ, რომ თავდამსხმელი ახალგაზრდების ჯგუფია, რომელიც წინა დღეს დაწესებულებაში მივიდა და ირწმუნებოდა, რომ დაკარგულ ძაღლს ეძებდა.

ნაწამები მამაკაცი თავდაპირველად დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შემდეგ კი ტომოგრაფიული კვლევისთვის თბილისში, ოპტიმალ მედიში, გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები