19 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
პოლონეთი-უკრაინის საზღვართან შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას - უკრაინის სასაზღვრო სამსახური ტურისტებს აფრთხილებს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ტურისტებს აფრთხილებს, რომ 10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვართან შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას. განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

სამინისტროს განმარტებით, "ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა და პარლამენტარის" ორგანიზებით, ბლოკსაგუშაგოსთან "მასობრივი აქცია" იგეგმება.

"კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბერს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ, რომ სხვა სატრანსპორტო მარშრუტები აირჩიოთ, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო დისკომფორტი", - ნათქვამია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას კრაკოვეცის საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით გეგმავს.

 

დღის ამბები