19 მაისი 2024,   15:55
ვრცლად
მშვიდად და წყნარად შევხვდებით მიხეილ სააკაშვილს და დავიცავთ თავსაც - დავით საყვარელიძე უკრაინელ მებრძოლებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დასახვედრად უკრაინაში ემზადებიან. პოლონეთ-უკრაინის საზღვართან უკვე შეიკრიბნენ სააკაშვილის მხარდამჭერები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან სააკაშვილის მხარდასაჭერად ლვოვში ჩავიდნენ.

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, უკრაინის პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრმა, დავით საყვარელიძემ, მებრძოლებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ისინი მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში მშვიდ პირობებში დაბრუნების საშუალება უნდა მისცენ.

"მადლობა ყველას, რომ ჩვენს გვერდით ხართ. მადლობა, რომ დგახართ სამართლის და საქმის გვერდით, რომ ყოველთვის იცავთ უკრაინას მტრებისგან როგორც აღმოსავლეთში, ახლა კი ამას გაკეთება გიწევთ დასავლეთშიც. უკრაინის მტრები თავისუფლად გადაადგილდებიან უკრაინაში, როდესაც ერთი ადამიანი მზადაა ემსახუროს ქვეყანას და თქვენს მსგავსად იბრძოლოს. ამ ადამიანს ქვეყანაში არ უშვებენ. ჩვენ მშვიდად და წყნარად შევხვდებით მიხეილ სააკაშვილს და დავიცავთ თავსაც, თუ ხელისუფლება გააგრძელებთ ჩვენთან ისე საუბარს, როგორც ამას იანუკოვიჩი აკეთებდა. დიდება უკრაინას," - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები