19 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
კრაკოვეცის გამშვები პუნქტის მახლობლად 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

კრაკოვეცის გამშვები პუნქტის მახლობლად სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კამუფლაჟში ჩაცმული პირები პოლიციამ შესამოწმებლად გააჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა.

ამ დროისთვის დაკავებულთა ვინაობა და მათი სასაზღვროს რაიონში ყოფნის მიზეზები დგინდება.

გავრცელებული ცნობით, შემოწმების დროს ეჭვმიტანილებს გაზის ბალონები, ლითონის ნივთები და იარაღიც აღმოაჩნდათ.

რამდენიმე დაკავებული წარსულში ნასამართლევია. დაკავებულები უკრაინის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები არიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები