17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის შეყოვნება - პოლონეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი დაიბარა

მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების პოლონეთის ტერიტორიაზე შეყოვნების ფაქტის გამო, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს. არაცივილიზებულს უწოდებს უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს "ახალ ძალთა მოძრაობის" წინააღმდეგ ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუ ვოლსკი.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ის პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მატარებლის შეჩერებისა და უკრაინის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით საკითხის დაყენებას ევროპარლამენტის უახლოეს სხდომაზე აპირებს.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების საზღვარზე შეყოვნების მცდელობას Twitter-ის საშუალებით ეხმაურება ევროპაროლამენტარი რებეკა ჰარმსიც. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები უკრაინის რეპუტაციას ვნებს.

დღის ამბები