17 მაისი 2024,   07:31
ვრცლად
ოლიგარქიულ რეჟიმზე გამარჯვება - "ენმ" სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლას აფასებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლის ფაქტს აფასებენ “ნაციონალურ მოძრაობაში“. სააკაშვილის თანაგუნდელები მომხდარს ოლიგარქიულ რეჟიმზე გამარჯვებას უწოდებენ.

„მიხეილ სააკაშვილი განასახიერებს რწმენას, იდეას და აღმშენებლობას. ვერავითარი ფული, ვერავითარი ოლიგარქები, ამ მოძრაობას ვერ გააჩერებს. ვერ გააჩერებს უკრაინაში და ვერც საქართველოში. ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება მთელს რეგიონში და საქართველოში. ეს არის გამარჯვება რწმენის იდეის, აღმშენებლობის და განვითარების, ფულზე ქრთამზე და კორუფციაზე,“ - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

პარტიის ლიდერების თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლას არ შეწყვეტს.

„ეს არის დაპირისპირება სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის, ეს არის დაპირისპირება დემოკრატიულ წესწყობილებასა და ოლიგარქიულ წესწყობილებას შორის და ჩვენ დავინახეთ, რომ უკრაინაში არა მხოლოდ ბატონი პოროშენკო, როგორც ოლიგარქი, არამედ დაახლოებით 7-8 ბიძინა ივანიშვილი არსებობს უკრაინაში და ვხედავთ, რომ მარცხდება ხალხთან. ეს არის გარდაუვალი პროცესი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები