17 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა შამათი გაუკეთა უკრაინის ხელისუფლებას - ექსპერტები სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას აფასებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, თბილისში ექსპერტები ეხმაურებიან.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გუშინ განვითარებული მოვლენების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ბიზნესმენი ბატონი პოროშენკო უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდა, ვიდრე პოლიტიკოსი სააკაშვილი. სააკაშვილმა მოახერხა საკუთარი პიროვნების აღზევება. მიხეილმა პრაქტიკულად შამათი გაუკეთა უკრაინის ხელისუფლებას, რის გამოც მის უკან დგას ევროპული ორგანიზაციების დიდი რაოდენობა,“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტიც. ბათუ ქუთელია ამბობს, რომ მომხდარი უკრაინაში დემოკრატიის განვითარებაზე მოახდენს გავლენას.

„პოლიტიკური ოპონენტების განდევნა პოლიტიკური სპექტრიდან, ცუდად მთავრდება დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის და ის, რომ სააკაშვილი დაბრუნდა უკრაინაში, უკრაინული პოლიტიკური პროცესებისთვის არის გაცილებით უფრო ჯანსაღი და მიეცემა საშუალება, იყოს ამ პროცესის მონაწილე. აქედან გამომდინარე, მთლიანად ეს ყველაფერი უკრაინული დემოკრატიისთვის ძალიან კარგია,“ - აცხადებს ბათუ ქუთელია.

დღის ამბები