17 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
პარლამენტში დღეს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა იწყება

პარლამენტში დღეს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა იწყება. 6 თვის მონაცემებს თავდაპირველად ადამიანის უფლებათა, ევროპასთან ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებში წარადგენენ.

ოპოზიცია ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. "ევროპულ საქართველოში" განმარტავენ, რომ საბიუჯეტო სახსრები ძირითადად ბიუროკრატიული მიმართულებებით დაიხარჯა.

„კვლავ გაბერილია ბიუროკრატიული ხარჯები, ასევე ძალიან საინტერესოა, რომ მნიშვნელოვანი პროექტები ვერ სრულდება და ფაქტობრივად შემოსული სესხების ათვისებაც კი ვერ ხერხდება. ყველაფერი ეს მეტყველებს სრულ უუნარობაზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.

ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში.

დღევანდელ სხდომებს დაესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ანგარიშის საკომიტეტო მოსმენები 19 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები