17 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი მომავალ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადის 

მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთის კვლავ ლვოვში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, როდის აპირებს ოდესის ყოფილი გუბერნატორი მხარდამჭერებთან და რადას დეპუატეტბთან ერთად კიევში ჩასვლას. მიხეილ სააკაშვილი კონსულტაციებს გადის მომხრეებთან.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა საზღვრის უკანონო, დამამძიმებელ გარემოებებში გადაკვეთის გამო, გამოძიება დაიწყეს. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილიც და მისი მხარდამჭერებიც, რომლებიც მას საზღვარზე დახვდნენ და უკრაინაში გადაიყვანეს, დააკავონ.

პარალელურად, ხელისუფლების სატელიტი პოლიტიკური პარტიები აყენებენ ახალ ბრლადებას და სააკაშვილს და მის პოლიტიკურ მოკავშირეებს სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.

მიხეილ სააკაშვილის მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სააკაშვილის მხარდამჭერების დაკავება იქნება უკანონო, რადგან მათი თქმით, კანონდარღვევაზე არ შეიძლება ისაუბროს ხელისუფლებამ, რომელიც თავად არღვევს კანონებს.

„პოლიტიკური პარტია "ახალ ძალთა მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილიც ყოველთვის ამბობდა, რომ ყველაფერი არის და იქნება კანონის ფარგლებში, რომ არავის არაფერი დაურღვევია, ჩვენ ახლაც ამ აზრზე ვრჩებით. ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ იმაზე, რა მოხდა გუშინ იურიდიული თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, როგორ გვესხმიან თავს და ბრალს გვდებენ სახელმწიფო ორგანოები, როგორც ამბობენ, რომ თითქოს საზღვრის გარღვევას ჰქონდა ადგილი. პირველ რიგში ეს არ იყო საზღვრის გარღვევა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩვენ კადრებში ვნახეთ, ჩვენ ვნახეთ როგორ გააჩერეს მატარებელი, ვნახეთ თითქოსდა როგორ დანაღმეს საზღვარი და ვნახეთ, როგორ მიმართავდნენ დეპუტატები მესაზღვრეებს, რომ არ დაეშვათ მსგავსი ვითარება,“ - აცხადებენ მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრები.

პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს facebook-ის საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა. ავაკოვმა სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები გააკრიტიკა და უკრაინის სახელემწიფო ორგანოების დისკრედიტაციაში დასდო ბრალი.

არსენ ავაკოვი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მთელი რიგი სამუშაოები გასწიეს იმისთვის, რომ გუშინ საზღვარზე დაპირისპირება და სისხლისღვრა არ მომხდარიყო.

დღის ამბები