17 მაისი 2024,   06:34
ვრცლად
„ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ეფექტური ორგანო"- ომბუდსმენი

შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანიის გარდა, ომბუდსმენი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაშიც ჩაერთვება, რათა სამუშაო პროცესის შესრულების დროს, ნებისმიერი მოქალაქე უფრო დაცული გახდეს.

უჩა ნანუაშვილმა ბოლო წლების გამავლობაში სამუშაო პროცესის დროს დაშავებული ან დაღუპული ადამიანების შესახებ სტატისტიკაც გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, შედეგი საგანგაშოა.

„ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ეფექტური ორგანო, შედეგად სამუშაო ადგილებზე მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების უნივერსალური საშუალება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შესაბამისი გამოძიებაა. სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხშირ შემთხვევაში გამოძიება ჭიანურდება," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები