17 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
ოკუპანტები ხნულების გავლებას განაგრძობენ - ხურვალეთთან 5 სამხედრო მანქანა გამოჩნდა

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ხნულების გავლება განაახლეს. ოკუპირებულ და ნეიტრალურ ზონაში დილიდან 5 სამხედრო მანქანა გამოჩნდა, მათ შორის გრეიდერი და ურალი, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია" ავრცელებს. მათვე მოახერხეს დოკუმენტალურად დაეფიქსირებინათ ოკუპანტების მუშობის ფაქტი.

ადგილი, სადაც სამუშაოებს აწარმოებდნენ, იმდენად მიუდგომელია, რომ კამერით გადაღება შეუძლებელია. ფოტო მონოკულარით არის გადაღებული. 

დღის ამბები