17 მაისი 2024,   06:58
ვრცლად
იმედი მაქვს, ეს ბატონი ისეთივე შეუპოვრობით შეიჭრება საქართველოში, როგორითაც უკრაინაში მოხვედრას ცდილობდა - პოროშენკო სააკაშვილზე

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არღვევს საზღვარს - მებრძოლები აღმოსავლეთით თუ პოლიტიკანები დასავლეთით. უნდა დაეკისროს მკაფიო სამართლებრივი და იურდიული პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, ეს ბატონი ისეთივე შეუპოვრობით შეიჭრება საქართველოში, როგორითაც უკრაინაში მოხვედრას ცდილობდა," - უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს საკმარისი დრო ჰქონდა მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისთვის.

„ინციდენტი, რომელიც გუშინ უკრაინის საზღვარზე, შეგინის გამშვებ პუნქტთან მოხდა, არანაირ პოლიტიკურ კომენტარს არ საჭიროებს, მაგრამ უნდა გავაკეთოთ კომენტარი სამართლებრივი კუთხით. 26 ივლისს გამოვეცი ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილს შეუჩერდა უკრაინის მოქალაქეობა, ამ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი იყო გაყალბებული ინფორმაცია. პრეზიდენტს ასეთ დროს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ყველა ქვეყანაში, პირს აქვს უფლება გაასაჩივროს სასამართლოში ნებისმიერი ნორმატიული აქტი. მე როგორც პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას შევასრულებ. თვენახევარი გავიდა, მაგრამ სასამართლოსთვის არავის მიუმართავს, ამის ნაცვლად ჩადენილია დანაშაული," - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები