23 დეკემბერი 2024,   13:49
ვრცლად
თბილისის ტურისტულ ცენტრში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

თბილისის ტურისტულ ცენტრში შუა ხნის მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. თვითმხილველების ინფორმაციით, აბანოთუბანში 8 გასროლის ხმა გაისმა. მოკლული სავარაუდოდ, ეთნიკურად აზერბაიჯანელია და რუსეთში კრიმინალური წარსულის გამო იძებნებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის რესტორან "პურის სახლში" ამ დროისთვის დაუდგენელ პირთან ერთად იმყოფებოდა. რესტორინის დატოვების შემდეგ კი, მათ ერთამენეთს ცეცხლი გაუხსნეს. ცხედარი "ტოიოტას" მარკის ჯიპში იპოვეს. ნატყვიარები ეტყობა ავტომობილსაც.

მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მოხდა ავტომობილის დათვალიერებაც, პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო ნივთმტკიცებები, მათ შორის ტყვიის რამდენიმე მასრა. სავარაუდოდ, ნაპოვნია მოკლულის ცეცხლსასროლი იარაღიც.

ცხედარი პროზექტურაში შემთხვევიდან დაახლოებით 5 საათში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით განცხადებას არ აკეთებს, ამ დრომდე არავინაა დაკავებული. 

დღის ამბები