26 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
დაუბრუნეთ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმს - მირდატ ქამადაძე

”ნაციონალური მოძრაობა” ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემძენ კომპანიას და ხელისუფლებას სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, კომპანია ”ბათუმი თაუერი” დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და არც საპრივატიზებო თანხა გადაუხდია სრულად.

მათ არაერთგზის ითხოვეს ეკონომიკის სამინისტროსგან გადახდის გადავადება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე 105 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დღემდე არ არის დასრულებული. შეუსრულებელი ვადებულებების გამო ”ნაციონალური მოძრაობა” ხელშეკრულების შეწყვეტას და შენობის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვს.

„კომპანია არ აქვს შესრულებული ვალდებულება სრულად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვს გადავადებას და ეკონომიკის სამინისტროც, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აძლევს მას ამის უფლებას,“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ადგილი კორუფციულ ქმედებებს აქვს.

"დაუბრუნეთ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმს," - აცხადებს ის.

დღის ამბები