19 მაისი 2024,   21:37
ვრცლად
ხანძარი მამკოდასთან - ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული

მამკოდას მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი ბალახს, ბუჩქებსა და ჯუჯა ხეებს გაუჩნდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

როგორც „რუსთავის 2“-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ტყის მასივში არ გავრცელებულა.

ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობს. რამხელა ტერიტორია დაიწვა ხანძრის შედეგად, ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 2000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

დღის ამბები