17 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - ტელეკომპანიის იურისტმა სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის სტუდენტებს დეტალები გააცნო

"რუსთავი2"-ის საქმის დეტალები გააცნო ტელეკომპანიის იურისტმა სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის სტუდენტებს. თამთა მურადაშვილმა ლექცია ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტებისთვის სკაიპ-ჩართვის მეშვეობით წაიკითხა.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ „რუსთავი 2“-ს მიეცა საშუალება და ამერიკელ სტუდენტებს გაუზიარა ის, რაც გადახდა „რუსთავი 2“-ს. ამერიკა, როგორც ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც დამცველია ამ ფასეულობის - სიტყვის თავისუფლების, არის ინფორმირებული უკვე არა მარტო სახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ უკვე რიგით ადამიანებში, განსაკუთრებით ამ პროფესიულ წრეში, ჟურნალისტებთან,“-აცხადებს „რუსთავი 2“-ის იურისტი თამთა მურადაშვილი.  

სპეციალური მიწვევა არხის იურისტმა უნივერსიტეტის პროფესორისგან რენდი კოვინგტონისგან მიიღო, რომელიც ჟურნალისტიკის ოთხი "ემის" მფლობელია. ამერიკელ სტუდენტებს კითხვები ძირითადად საქართველოში მედია თავისუფლების მდგომარეობასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

“შეერთებულ შტატებში მასობრივი კომუნიკაციის ახალ კლასს ვასწავლი და ამას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვაკეთებ. მე ვმუშაობდი საქართველოში, თქვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას ვიცნობ. გადაწყვიტე "რუსთავი 2" ჩემი სასწავლო პროგრამაში ჩავდო, რათა ამერიკელ სტუდენტებს ვასწავლო, რომ სიტყვის თავისუფლება ძვირფასია და მსოფლიოში სხვა ქვეყანაში შესაძლოა იგივე უფლებებით ვერ სარგებლობდნენ. მედიის სამსახურია ეძიოს სიმართლე, რომ ძალაუფლების მქონე პირები მუდმივად ანგარიშვალდებულები იყვნენ. ეს გადამწყვეტია დემოკრატიისთვის. "რუსთავი 2" იცავს მნიშვნელოვან საკითხს - სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, ასევე ხალხის უფლებას ჰქონდეს ინფორმაცია,“ - განაცხადა სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორმა რენდი კოვინგტონმა.

 

 

 

დღის ამბები