17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
აფეთქება ლონდონის მეტროში - არიან დაშავებულები

აფეთქება ლონდონის მეტროში - შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. გავრცელებული ცნობით, აფეთქება მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში მოხდა. თუმცა ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ სანაგვე ურნაში კონტეინერი აფეთქდა, რის შემდეგაც გაურკვეველი აირი გავრცელდა.

დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მათ სახეზე დამწვრობები აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე სამედიცინო ბრიგადები მუშაობენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც. მომხდარის გამო მგზავრები პანიკამ მოიცვა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.

რამდენიმე ადამიანი სწორედ ჭყლეტის დროს დაშავდა. ამ დროისთვის ლონდონის მეტროს 4 სადგური დახურულია. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები