17 მაისი 2024,   13:35
ვრცლად
“რესპუბლიკურმა” პარტიამ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

“რესპუბლიკურმა” პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის საკრებულოს სიის მეორე ხუთეული წარადგინა. კანდიდატები დღეს გამართულ ბრიფინგზე "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ დაასახელა.

სიის ათეულში პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი ტრისტან ჯინჭარაძე, გიორგი ჭაყიაშვილი, თინა გელეყვა, გიორგი ჩუბინიძე და ნინო ბოლქვაძე მოხვდნენ. 

„ეს არის ჩვენი განახლებული შემადგენლობა, ახალი ენერგიით ჩვენ წარვდგებით თბილისელი ამომრჩევლის წინაშე და დარწმუნებული ვარ წარმატებას მივაღწევთ,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები