17 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
თავდასხმა პარიზის მეტროში - დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ჯარისკაცებზე იერიში მიიტანა

პარიზის მეტროში თავდასხმა მოხდა. ერთ-ერთ ცენტრალურ სადგურზე დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ჯარისკაცებზე იერიში მიიტანა, თუმცა ძალოვანებმა მისი შეჩერება შეძლეს და თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.

ტერაქტის ვერსიაზე ოფიციალურად ამ დროისთვის არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის მოტივს გამოძიება დაადგენს.

მომხდარის შემდეგ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არსებული საფრთხეების ფონზე, ქვეყანაში ანტიტერორისტული ოპერაციის გაფართოება აუცილებელი ზომაა. ამ ინიციატივით მინისტრმა პრეზიდენტს გუშინ მიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები