17 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
კახა კალაძემ სპეციალისტებს დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკა გააცნო

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკა სპეციალისტებს, თანაგუნდელებთან ერთად გააცნო. შეხვედრას უმრავლესობის წევრები და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

პროგრამა ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნებას, მის რეაბილიტაციას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დავას ითვალისწინებს.

დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკა, მშენებლობის სტანდარტების გამკაცრება - მოწესრიგებასაც გულისხმობს.

„მე არ ვარ წინააღმდეგი მშენებლობის, თუმცა ახლავე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემი მერობის პირობებში მშენებლობის არცერთი ნებართვა არ გაიცემა, არცერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების შემცირების ხარჯზე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები