17 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
"იყო ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირის გაერთიანებაში, ეს არის სირცხვილი" - დავით ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი მისი თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს, რადგან ეს პეტრიაშვილისთვის კომფორტი იქნება.

“ირაკლი პეტრიაშვილი არის აგონიაში. იყო ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირის გაერთიანებაში, ეს არის სირცხვილი. აქედან გამომდინარე, ირაკლი პეტრიაშვლისთვის, ჩემი პროფკავშირიდან წასვლა არის კომფორტი და მე მას ვპირდები, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ. მე მოვიწვევ რამდენიმე ხანში ყრილობას და დავაყენებთ ერთ საკითხს, რომ ჩვენ დავტოვოთ პროტესტის ნიშნად პეტრიაშვილის გაერთიანება. პროფკავშირის იმიჯს ლახავს პეტრიაშვილი. ვერ ეგუება თავის სკამს,“ - განაცხადა ოქიტაშვილმა.

ოქიტაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

"გაიყვანს დაარგს? ბუნებრივია, მისი წევრების მეშვეობით შეიქმნება აბსოლუტურად სხვა გულწრფელი, დასაქმებულთა ინტერესებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც იქნება ჩვენი საერთო დიდი ოჯახის წევრი. შეუქცევადი პროცესია, მან თვითონ ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში. ის მოექცა არა მისი წევრების დაკვეთის, არამედ სხვების დაკვეთის ქვეშ და ეს არის მთავარი პრობლემა,“ - აღნიშნა პეტრიაშვილმა.  

ხმაურიანი არჩევნებიდან მეორე დღეს, ყრილობის დღის წესრიგში დავით ოქიტაშვილის ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელობიდან გადაყენების საკითხი დგება. განცხადება დღეს პროფკავშირის მეოთხე ვადით არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა გააკეთა.

დღის ამბები